მე-7-ე ტურის მატჩები გაიმართა ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე. სამ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გოგა ბითამძის „მეგა ბიმაქსმა“. სერბულმა კლუბმა, მაკედონიური „სკოპიე“ გასვლაზე დაამარცხა. სტუმრები, პირველი ტაიმის შემდეგ, 21 ქულის სხვაობით იგებდნენ და თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა, აღარ გასჭირვებიათ. მატჩის საფინალო ანგარიშია 92-76. მორიგ ორმაგ დუბლამდე, ორი ქულა დააკლდა გოგა ბითაძეს. 18 წლის ცენტრმა, მაკედნონიელთა წინააღმდეგ, 8 ქულა და 12 მოხსნა მოიპოვა. გოგამ, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გამარჯვებულ გუნდში, საუკეთესო ნიკოლა რებიჩი იყო 22 ქულით. „მეგა ბიმაქსს“ შვიდი ტურის შემდეგ, სამი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. დეიან მილოიევიჩის გუნდი, მორიგ შეხვედრას, საკუთარ დარბაზში, ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს