გოგა ბითაძემ ფლორიდული დერბი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ორლანდოელები ფლორიდულ დერბიში „მაიამი ჰიტს“ ესტუმრნენ და 96:99 დამარცხდნენ. „სპურსმა“ კი „ნიუ ორლეანთან“ დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 135:99.
„მეჯიქის“ შემადგენლობაში გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო. შეტევისას ძირითადად თანაგუნდელებს ეხმარებოდა, თავად კი ერთადერთხელ შეუტია და ისიც ჩააგდო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, 2 ქულა, 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება-ფოლი.
25 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ბანკერო გახდა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მან მოედანზე 10 წუთი გაატარა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 2 მოხსნითა და თითო ქულა-დაფარებით დაასრულა.
„სპურსის“ ახალწვეული ვემბანიამა კი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 26 ქულა, 11 მოხსნა.