გოჩა თევდორაძე - ვფიქრობთ, მედიატორი შემოგვთავაზებს წინადადებებს, რომელთა შორის ვადამდელ არჩევნებამდე სავალ გზაზე იქნება საუბარი
ვფიქრობთ, დღეს უკვე მედიატორის მიერ იქნება შემოთავაზებული წინადადებები. არ მაქვს განცდა, რომ აქ არ იქნება ვადამდელ არჩევნებამდე სავალ გზაზე საუბარი. ამ პუნქტებში ეს საკითხი აუცილებლად იქნება მოხვედრილი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ საკუთარი მყარი მოსაზრება გვაქვს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში. ჩვენ არ ვემხრობით არც პლებისციტს და არც თვითმმართველობის არჩევნებთან ვადამდელის ბმას. რეალურად, პარალელურ რეჟიმში თუ პლებისციტსა და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებენ, მაშინ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ საყოველთაო და სავალდებულო არჩევნებზე ქვეყანაში. თუ ეს იქნება ბმაში ამ საკითხებთან, მაშინ არ არის გამორიცხული, ჩვენ ასეთ ვარიანტს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.