გოჩა ლორთქიფანიძე - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი არჩევა არის საქართველოს ყველა საჯარო მოხელის აღიარება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი არჩევა არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება, მისი ძალისხმევის შედეგი, – ამის შესახებ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
„ჩემი მოსამართლედ არჩევა არის ყველა საჯარო მოხელის კოლექტიური ძალისხმევისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის შედეგი. ჩემი არჩევა მოსამართლედ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება, მისი ძალისხმევის შედეგი. მადლობას ვუხდი ყველას, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
18 დეკემბერს კი, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრად წარადგინეს.