გოჩა კურდღელია - ფოთში ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ
ფოთის მერი გოჩა კურდღელია მადლობას უხდის საზოგადოებას, ასევე ყველა იმ მოქალაქეს, ვინც გაგებით მოეკიდა არსებულ ვითარებას და თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, ქალაქში პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად ტარდება, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.
გოჩა კურდღელიას განმარტებით, ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იმყოფება თვითიზოლაციაში და იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. მინდა, ზოგადად გითხრათ, რომ ქალაქში სიტუაცია კონტროლდება, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კატასტროფის ცენტრებთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტორს დანაყოფებთან. მათი დახმარებით ხდება ყველა პრევენციული ღონისძიების გატარება, რათა ქალაქში მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხო გარემო და თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება“, -განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.