გოჩა ჯეირანაშვილი - ვიმუშავებ იმაზე, რომ მოსამართლე უფრო დამოუკიდებელი იყოს
ვიმუშავებ იმაზე, რომ მოსამართლე უფრო დამოუკიდებელი იყოს,- სწორედ ეს წინადადება გახდა დამატებითი განხილვის საგანი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილსა და გოჩა ჯეირანაშვილს შორის, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.
მასთან გასაუბრების დროს, ნაზი ჯანეზაშვილმა ითხოვა დამატებითი განმარტება, თუ რას გულისხმობდა მოსამართლის უფრო მეტ დამოუკიდებლობაში, თუმცა კანდიდატმა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად მისი ამ პალატაში მუშაობის მოკლევადიანი გამოცდილება დაასახელა.
მისი განმარტებით, ჯერ არ იცნობს თუ რა პრობლემები აქვს სისხლის სამართლის პალატას, თუმცა მას შემდეგ რაც გაეცნობა, მათ მოგვარებას ეცდება.
სააპელაციო სასამართლოს სიახლის სამართლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატია წარდგენილი – ლევან თევზაძე, ვეფხია ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი.