გოჩა ჯავახიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებსა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში
გოჩა ჯავახიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებსა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. პრემიერი, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დისკუსიაზე განიხილავენ საქართველოს პოზიტიური როლს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. პრემიერი, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაგალითზე იქნება დებატები, განხილვა იმ პოზიტიური როლის, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს და შეასრულოს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.