ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამ ზუგდიდში მოქალაქეებთან გამართა შეხვედრა სახელწოდებით ,,მართალი არჩევანი"
ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამ ზუგდიდში შეხვედრაზე სახელწოდებით ,,მართალი არჩევანი” სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური ხედვა და პოზიცია გააცნო. როგორც გოჩა ფიფიამ განაცხადა, ყოველთვის, ყველა დროში წინააღმდეგი იქნება ნაცისტური მოძრაობის, აზროვნებისა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების.
გოჩა ფიფიას თქმით, მთელი მისი გუნდით მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
შეგახსენებთ, კომპანია „ზეარისმა” არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლა და საზოგადოებასთან შეხვედრები დაგეგმა. როგორც „ზეარისის“ დამფუძნებელმა, გოჩა ფიფიამ განაცხადა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოსული, რეგიონებში გაიშლებიან და ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ჩაატარებენ, თუ რატომ არის დაუშვებელი ქვეყანაში იმ რეჟიმის დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებას უქადის.