გმირთა მოედანზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანეს
გმირთა მოედანზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანეს.
შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე არ იყო შეკრებილი მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომლის გამოც ბუნებრივად მოხდებოდა გზის გადაკეტვა.
აქციის მონაწილეებს გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.