გმირთა მოედანზე ესტაკადის ქვეშ გაჭედილი სატვირთო ავტომობილი გამოჰყავთ [ვიდეო]

თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.

შემთხვევის გამო გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერეს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მოძრაობის მოწესრიგებას საპატრულო პოლიცია ცდილობს.

​ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების შემდეგ, საპატრულო პოლიცია სატვირთო ავტომობილს გმირთა მოედნის ტერიტორიიდან გაიყვანს.