გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის მორეცხვის გამო, ღამით მოძრაობა შეიზღუდება
გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის მორეცხვის გამო, 24:00-დან 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.