გმადლობ, საქართველო - აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ყველას, ვინც ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოში აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ყველას, ვინც ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგო.
„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბევრი სხვა ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მოქალაქეები და სხვა ქვეყნის დიპლომატები ეწვივნენ ამერიკის საელჩოს, რომ პატივი მიეგოთ გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინისათვის.
წლების მანძილზე სენატორი მაკკეინი მხარს უჭერდა საქართველოს და იყო ქართველი ხალხის მეგობარი. „საქართველომ დაკარგა მეგობარი, ხოლო ამერიკამ – პატრიოტი“, წერია ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც საელჩოში დატოვეს ყვავილებთან ერთად.
ამერიკის საელჩო საქართველოში აფასებს ქართველი ხალხის თანაგრძნობას. გმადლობ, საქართველო“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.