„გლოვო“ კურიერის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„გლოვო“ კურიერის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„გლოვო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება, გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, „გლოვოსთვის“ პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. „გლოვო“ ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ „გლოვოს“ მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.