გლოვის დღესთან დაკავშირებით, შსს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას.