Global Web Index-ის კვლევის მიხედვით, კარანტინში ყოფნისას ინტერნეტის მომხმარებლები ყველაზე ხშირად პოზიტიური ინფორმაციით ინტერესდებიან
Global Web Index-ის კვლევის მიხედვით, კარანტინში ყოფნისას ინტერნეტის მომხმარებლები ყველაზე ხშირად პოზიტიური ინფორმაციით ინტერესდებიან

მსოფლიო ბაზრის კვლევის ორგანიზაციის Global Web Index-ის მიერ ახალი კორონავირუსის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კარანტინში ყოფნისას, ინტერნეტის მომხმარებლები ყველაზე ხშირად პოზიტიური ინფორმაციით ინტერესდებიან.

კვლევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტმომხმარებელთა 55 პროცენტს აინტერესებს ინფორმაცია გამოჯანმრთელებულთა შესახებ, 54 პროცენტს – პოზიტიური ისტორიები, 50 პროცენტს – დღის სიახლეები, ჯანმრთელობის შესახებ კვლევები – 41 პროცენტს, ხოლო მთავრობის სტრატეგია – 35 პროცენტს.