გლენ ბედინგფილდი - ვფიქრობ, დეკემბერში საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი, მანამდე ვნახავთ რეფორმების შესახებ ანგარიშს სხვა ქვეყნებზე, საქართველო ზოგიერთ სფეროში მოწინავეა
მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გლენ ბედინგფილდის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან მადრიდში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი განიხილეს.
მისივე თქმით, მალტა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ქართველ კოლეგას მოუწოდა, ქვეყანამ რეფორმების პროცესი გააგრძელოს.
„ქართველ კოლეგასთან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი განვიხილეთ. მალტა ძლიერად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, ასევე, მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძლიერი კავშირების გამყარებას. გვჯერა, რომ ეს დამსახურებებზე დაფუძნებული გზაა. მოვუწოდე ჩემს კოლეგას, რომ ქვეყანამ რეფორმების პროცესი გააგრძელოს, რომელიც არ არის მარტივი და არ არის მხოლოდ მთავრობის, ეს ხალხის პროცესიცაა და მოვუწოდებ ქართველებს, მონაწილეობა მიიღონ მასში. საბოლოო ჯამში, საქართველო იქნება კანდიდატი და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი. ვფიქრობ, დეკემბერში საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი, მანამდე ვნახავთ რეფორმების შესახებ ანგარიშს სხვა ქვეყნებზე, საქართველო ზოგიერთ სფეროში მოწინავე და უკეთესია სხვებთან შედარებით“, – განაცხადა გლენ ბედინგფილდმა.