გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის მაღაზია გატეხეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
ჯერ უცნობია, მოახერხეს თუ არა მძარცველებმა თანხის ან ტექნიკის წაღება.