შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
„დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ ორი დღის წინ მუხიანში სადღეღამისო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის მუქარით 200 ლარი გაიტაცა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.