გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

გლდანში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს, ბანკის თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.