გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მერვე მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება.
N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.