გლდანში ავტოავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
გლდანში ავტოავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თბილისში, გლდანში ავტოავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაშავდა სამი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.