გლდანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ
გლდანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ

გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ.

როგორც ისინი ამბობენ, ბაზარი ღია ტიპისაა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ ვაჭრობის საშუალება.

მოვაჭრეების განცხადებით, ადმინისტრაცია ბაზარს ვერ ხსნის, რადგან შიშობენ, რომ დაჯარიმდებიან.

აქციის მონაწილეები ბაზრის გახსნას დ ვაჭრობის უფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებსა და გზის გადაკეტვას გეგმავენ.