თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახი დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ხოლო გმირი კურსანტების N1-ში 9 ოჯახი – 10 წელზე მეტია. ამ ოჯახებმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-მდე ოჯახს დაუკანონდა.