გლდანსა და დიღმის მასივში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქ. N 12-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 23:00 საათიდან 11 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ში: ჟვანიას, მეგობრობისა და შემოდგომის ქუჩებს.
„ასევე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის N15 კორპუსთან, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე გეგმურ-ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 11 ივნისს, ღამის 01:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის II, II, IV, V და VI კვარტლებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.