გლდანისა და სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება გლდანში, კაჭარავას, ჯანჯღავას ქუჩებისა და ჯანჯღავას I და II შესახვევში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 15:00 საათიდან.
გაზმომარაგება ასევე შეეზღუდება გლდანის VI მიკრორაიონის №10, №14, №14ა, №15, №18, №20, №21, №22, №23, №23ა, №24, №26, №27, №28, №29, №30, №30ა, №31, №110ბ/ბ, გლდანის VIII მიკრორაიონის №10, №12, №17, №18, №19, №20-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან.
ასევე, 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება სანზონაში, გურამიშვილის გამზირის №23, ლიახვის ქუჩის №1ა, სანზონის (ღრმაღელის) დასახლების №1ა, №1ბ, №1ვ, №1გ, №1დ, №2ა, №2ბ, №2ვ, №3ა, №3ბ, №3ვ, №3გ, №4ა, №4ბ, №4ვ, №4გ, №5, №6 და №7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ყველა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაზმომარაგების სრულად აღდგენა იგეგმება 18:00 საათისთვის.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.