გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ბიჭვინთის ქ. N 20-ში გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 12:00 სთ-დან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ გლდანის რაიონში ბიჭვინთისა და სკოლის ქუჩებს.

ასევე 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდებათ სარაჯიშვილის ქუჩას და ჩიხებს.

წყალმომარაგება შეიზღუდება ნაძალადევის რაიონშიც. კომპანია წერონისის ქ. N 151ა-თან, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება წერონისის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.