კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22:00 საათიდან 29 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ვასაძის ქუჩას და ხიზაბავრის I ჩიხს.
ასევე, კომპანიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში „თელასის“ მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება კოჯორსა და კიკეთში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.