გლდანის პატარა ტბაზე ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართა [ფოტო]
თბილისში, გლდანის პატარა ტბაზე ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
გამწვანების აქციის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობა, მათ შორის, ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, გარემოს გამწვანება და გაჯანსაღება ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის პრიორიტეტია.
„გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ჩინურ სახალხო დღესასწაულს, ნერგების ფესტივალს. დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოს გამწვანებას და გაჯანსაღებას, რომელიც ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის პრიორიტეტია“,- განაცხადა იური ნოზაძემ.
ნერგების ფესტივალი უკვე სამი წელია ტარდება და მისი მიზანია გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით, საქართველოში გამწვანების ხელშეწყობა.
„უკვე მესამე წელია, რაც ჩინეთის საელჩო ნერგების ფესტივალს ატარებს. ფესტივალის მიზანია, დაეხმაროს თბილისს გამწვანებაში და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იმედი მაქვს, ეს ხეები, რომლებიც დღეს აქ დავრგეთ, მომავალში ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ხეებად გადიქცევა”,- განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძინ იანჩიმ.
ღონისძიების ბოლოს გამწვანების აქციაში ჩართული მოხალისეებს სერთიფიკატები გადაეცათ.