კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის რაიონში, გლდანულას ქ. IV შესახვევ N11-თან, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 10:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ჯანჯღავას ქ. III შესახვევს, გლდანულას ქ. ( გლდანის ხევის) IV შესახვევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.