თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი მამაკაცი. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში დაშავდა აღნიშნული პირი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.