გლდანის მე-18  დაწესებულებაში პარლამენტის დეპუტატები იმყოფებიან
გლდანის მე-18  დაწესებულებაში პარლამენტის დეპუტატები იმყოფებიან

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში პარლამენტის დეპუტატები იმყოფებიან.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო მივიდნენ.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნა, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, რადგან მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გახდა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებდა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა. ამასთან, ექიმის განმარტებით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.