გლდანის, ისნისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, მეგობრობის ქ. N 15-თან, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება:
ავჭალა 2-ში: იმერეთის, მეგობრობისა და ასათიანის ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კვალითის ქ. N 20-თან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ოძისის, შაქრიანის, შილდის, ბეღლეთის, ნაქერალას, ახალუბნის, რუისპირის, ფშავის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს, კვალეთის ქუჩას და მოედანს; ჩუღურეთის რაიონში: გედევანიშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს“, – აცხადებენ კომპანიაში.