გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა
გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა

გლდანის N 18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ადგილზე იმყოფებოდნენ პლაკატებით: „აქ ისევ აწამებენ“, „აქ ისევ ძალადობენ“, „აქ ისევ კლავენ“, „აქ ისევ არიან ჯალათები“.

აქცია რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.