რადიკალიზმი არ არის ჩვენი ბრენდი, მაგრამ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მოსახლეობას მოექცა მაქსიმალურად რადიკალურად, პასუხი იქნება ადეკვატური, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.
როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მძიმე სიტუაციამდე მიიყვანა ხელისუფლება.
„რევოლუცია არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენ ვეცდებით, რომ ყველაფერი ცივილურ ფარგლებში ჩატარდეს, მაგრამ ეს არის მოვლენათა ერთ-ერთი განვითარება, რომელიც იქნება საპასუხოდ, თუ ყველა სხვა გზა მოიჭრა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერს არ გამოვრიცხავ, რადიკალიზმი იქნება, იქნება კანონმდებლობის ფარგლებში. დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება საჭირო კიდევ ერთი რევოლუცია, რადგან ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, მაგრამ არსებობს საპირწონეები, რომელიც უნდა აიწონ-დაიწონოს. სამწუხაროდ, ამ სიტუაციამდე მიიყვანა ივანიშვილმა ქვეყანა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.