გივი თარგამაძე - ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს, მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად
ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს. გიჯობთ, დაივიწყეთ, არადა, ქართველი ხალხის წინაშე ძირს გართხმული ბოდიშიც არ გიშველით. მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მშვიდობისთვის ეს ბიჭები იბრძოდნენ. ნაღდი, გამობრძოლილი, საიმედო, უსაფრთხო მშვიდობისთვის. გლუვმა საღორე ააშენა. ახლა უნდა, მთელი ხალხი შიგნით შეყაროს და თავის ხოშზე აღრუტუნოს. ვისაც ეგ გხიბლავთ, ისემც გიქნიათ, მაგ ლაფიდან არასდროს ამოსულხართ, ოღონდ იქ გადასრიალდით, მთავარ საღორეში, სადაც ახალი „ვიპუსკის“ რომანოვი გელით. ამ ქვეყანას კი არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს. გიჯობთ, დაივიწყეთ, არადა, ქართველი ხალხის წინაშე სულ ძირს გართხმული ბოდიშიც არ გიშველით. მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად. იანუკოვიჩი არ ვარო ქალამანამ – უკვე ხარ და კადაფის ნუ გაიჩალიჩებ. ან გაიჩალიჩე, ღირსი ხარ უკვე“, – წერს გივი თარგამაძე.