გივი მიქანაძემ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ 9 სექტემბერს – პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის, ხოლო 10 სექტემბერს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომებში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია „პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა და ზიზღის ენა – გამოწვევა დემოკრატიისთვის“, სადაც გივი მიქანაძემ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
გარდა ამისა, მსჯელობა გაიმართა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრების შესარჩევი კრიტერიუმების დასახვეწად ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.