გივი მიქანაძე - ვინმე თუ იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე და დღემდე რჩება, ეს არის უნგრეთი, რომელიც ყოველთვის აყენებდა საკითხს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე
გივი მიქანაძე - ვინმე თუ იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე და დღემდე რჩება, ეს არის უნგრეთი, რომელიც ყოველთვის აყენებდა საკითხს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

ვინმე თუ იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე და დღემდე რჩება, ეს არის უნგრეთი და უნგრეთის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებული იყო ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უსამართლოდ არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, უნგრეთი ყოველთვის აყენებდა საკითხს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 27 ქვეყნის ლიდერი აუცილებლად იპოვის კონსენსუსს, საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და 15 დეკემბერს ჩვენ შევძლებთ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.