გივი მიქანაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით იქნება ყველაფრის განხილვა, რასაც საზოგადოება ნახავს და თავად გამოიტანს დასკვნებს.
„კომიტეტზე გვექნება ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს მარტივად თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს. აბსოლუტურად ჯანსაღ, ჩვეულებრივ გარემოში უნდა წარიმართოს დებატები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.