გივი მიქანაძე - თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდების კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„12 აგვისტო გაერო-ს მიერ დაწესდა მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებაზე, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაზე ზრუნვა და ხელშეწყობა.
თანამედროვე მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გამოწვევების ფონზე, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდების კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა.
მსურს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიან სამყაროში განვითარება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით“, – წერს გივი მიქანაძე.