გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა.

გივი მიქანაძემ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის საბჭოში.

გივი მიქანაძემ გენერალურ მდივანთან ქართული მხარის მზადყოფნა დააფიქსირა აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, რაც გენერალური მდივნის მიერ დადებითად შეფასდა.

შეხვედრას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.