გივი მიქანაძე - სტატისტიკას თუ ნახავთ, იხილავთ, ლომჯარია თავისი საქმიანობისას რამდენ პატიმარს შეხვდა, მთელი მისი მოღვაწეობა მხოლოდ სააკაშვილის უფლებების დაცვას მოანდომა, რაც მიუღებელია
ოპოზიცია ვაჭრობს და ცდილობს, რომ საქართველოს ლომჯარია 2 კანდიდატი ჰყავდეს და სახალხო დამცველი ლომჯარია 2 იყოს, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, სახალხო დამცველის პოზიციაზე „ქართული ოცნება“ მას დაუჭერს მხარს, ვინც მიუკერძოებელი იქნება.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რომელი კანდიდატიც დააკმაყოფილებს ცოდნას, გამოცდილებას და მიუკერძოებლობას, მას დავუჭერდით მხარს. როცა სახალხო დამცველი იქნება ყველას უფლებების დამცველი და არა შერჩევით უფლების დამცველი, მიკერძოებული მხარე, ის ჩვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება. ვინც ღიად აფიქსირებს და მის განცხადებებში ჩანს, რომ მხარეს წარმოადგენს, ის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი ვერ იქნება. მხარს დავუჭერთ მას, ვინც მიუკერძოებელი იქნება. ლომჯარია 2 ნიშნავს მიკერძოებას და იმას, რომ ეს ადამიანი შერჩევითი კუთხით აწარმოებდა ადამიანების დაცვას. თუ ოფიციალურ სტატისტიკას ნახავთ, იხილავთ, ლომჯარია თავისი საქმიანობის პერიოდში რამდენ პატიმარს შეხვდა და ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ფაქტობრივად, მას კომუნიკაცია პატიმრებთან არ ჰქონია და მთელი მისი მოღვაწეობა მხოლოდ სააკაშვილის უფლებების დაცვას მოანდომა, რაც მიუღებელია“, – განაცხადა მიქანაძემ.