გივი მიქანაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, როცა ოპოზიციის მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ ყოფილა, რაზეც შეთანხმების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც უპრეცედენტო შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, მაშინ როცა ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შემოთავაზება და არც ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ ყოფილა, რაზეც შეთანხმება შეიძლება მიღწეულიყო.
როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, ქვეყანას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ქვეყნის განვითარებას პასუხისმგებლობით ეკიდება.
მისი თქმით, ევროკავშირისა და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ასეთი ჩართულობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო.
„ეს იმ რეფორმებისა და განხორციელებული საქმიანობის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება მეცხრე წელია ახორციელებს. სხვა შემთხვევაში ასეთი ინტერესი და ასეთი ჩართულობა დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ იქნებოდა. მოლაპარაკებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა მიქანაძემ.