გივი მიქანაძე - პროტესტის ფორმა მშვიდობიანი გამოხატულებით ყოველთვის დაცულია, პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას
პროტესტის ფორმა მშვიდობიანი გამოხატულებით ყოველთვის დაცულია, პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიცია იცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც აქციაზე არიან შეკრებილი და პროტესტს გამოხატავენ.
„პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას, იცავს წესრიგს, ისევე როგორც თითოეულ იმ ადამიანს და მის ინტერესს, ვინც პროტესტს გამოხატავს. ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება არ შეიძლება, ეს კანონით აკრძალულია. ეს იყო მიზანმიმართულად ბლოკირების მცდელობა, რომელიც პოლიციამ აღკვეთა. ამ ყველაფერს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. შემდეგ ვნახეთ აგრესიაზე გადასული ადამიანები, რომელთა ძირითადი საფუძველი გასაგებია. სახალხო შეკრებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა პოლიტიკას იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და რაოდენ ღირებულია ეროვნული ტრადიციები, ეკლესიის დაცვა და ოჯახის სიწმინდე. მათ დაინახეს საფრთხე და გამოაშკარავდა, რომ ოქტომბრის არჩევნებს პირწმინდად წააგებენ. ამას ისინი აგონიაში მოჰყავს და ვხედავთ აგრესიულ გამოხატულებას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.