გივი მიქანაძე - ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავი შევიკავეთ, რათა კარგად გაიაზრონ, რამდენად რადიკალურად მოქმედებენ ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციის მიერ მანდატების გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფფლებამოსილებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეა დრო, გაიაზრონ, თუ რამდენად რადიკალურად მოქმედებენ ამომრჩევლის, ქვეყნისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე.
„ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, რომელშიც ჩვენ არ შევდივართ და ვერც შევალთ. ჩვენი პოზიცია გუშინ გამოვხატეთ. თავი შევიკავეთ და დავტოვეთ სივრცე, რომ ამ ადამიანებს კიდევ ჰქონდეთ დრო, რომ კარგად გაიაზრონ, რა ნაბიჯს დგამენ. რამდენად რადიკალურად მოქმედებენ ისინი პირველ რიგში, თავის ამომრჩევლის, ქვეყნისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.