გივი მიქანაძე - ნიკა მელიას უკვე რეალური ხედვა აქვს, რომ მისი ადგილი „ნაცმოძრაობაში“ არ არის, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ამ პარტიის ჩამოშლის სურათი
გივი მიქანაძე - ნიკა მელიას უკვე რეალური ხედვა აქვს, რომ მისი ადგილი „ნაცმოძრაობაში“ არ არის, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ამ პარტიის ჩამოშლის სურათი

ნიკა მელიას აქვს უკვე რეალური ხედვა, რომ მისი ადგილი ამ პარტიაში არ არის, შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ამ პარტიის ჩამოშლის სურათი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

„აშკარაა დაპირისპირება ნიკა მელისა და მსჯავრდებულ სააკაშვილის მომხრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის, ეს არის უკვე გადასული ისეთ კონფრონტაციაში, როდესაც კონკრეტული ფაქტები და გარემოებები დაუმალავად გამოიტანა გუშინ ნიკა მელიამ სააშკარაოზე. „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაში უკვე აღიქმება პარტიად და პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც მხოლოდ დესტრუქციაზე არის ორიენტირებული და სიცრუის გამავრცელებელ მანქანად შეიძლება, მოვიხსენიოთ. ყველა ის კონკრეტული განცხადება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გააკეთეს, შემდეგ ამის საპირისპირო ქმედებები განახორციელეს, ამიტომ საზოგადოებაში არის ჯანსაღი პოზიცია ამ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელია პარტიია ფორმალური თავმჯდომარეა.

ნიკა მელია რომ პარტიის თავმჯდომარე არის ფორმალურად, ეს უკვე მთელი საზოგადოებისათვის ცხადია, ამისი საბოლოო წერტილი და აკორდი იყო, როდესაც პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად მსჯავრდებულ სააკაშვილის უპირობოდ მორჩილი ნაყოფია იქნა არჩეული და მელიაზე მითითება იყო გაკეთებული, რომ ძირითადად თბილისთან დაკავშირებულ საქმეებით უნდა იყოს დაკავებული. ის განცხადებები, რასაც ჩვენ მელიასგან ვისმენთ, როდესაც ის პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ სააკაშვილი არჩევნებისთვის აუცილებალად უნდა ჩამოსულიყო, ხოლო შემდეგ ვნახეთ, რომ ის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი მისი ჩამოსვლის, კიდევ ერთხელ მიუთითებს,რომ მათი განცხადებები სანდოობას მოკლებულია. ამ ადამიანს აქვს უკვე რეალური ხედვა, რომ მისი ადგილი ამ პარტიაში არ არის და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ამ პარტიის ჩამოშლის სურათი“, – განაცხადა მიქანაძემ.