მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ოპოზიციის მოთხოვნები სცილდება კონსტრუქციულობის ჩარჩოს და არალეგიტიმურია, რადგან ნახეთ, საარჩევნო უბნების გადათვლები და ეგზიტპოლის შედეგი. ასევე, ვნახეთ არჩევნების საბოლოო შედეგები. 16 ოლქში მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის. პირველივე დღეს, როცა საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებმა განცხადებები გააკეთეს, თქვეს, რომ წარმოუდგენელია დემოკრატიული ქვეყნისთვის, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს, ადამიანები ქუჩაში გამოდიან და იმას აპროტესტებენ, რაც ჯერ გაურკვეველია, რა უნდა გააპროტესტონ: სახელმწიფო უწყებებს არ აცდიან თავისი უფლებამოსილების განხორციელებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.