გივი მიქანაძე - კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ხაბეიშვილი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება აქვს, მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას
ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი, პირადი ინტერესებით და, რეალურად, ის კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფრთის კანდიდატია, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას. ამ ადამიანებსაც უნდოდათ ისეთი კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა უპირობო მორჩილება მათ მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, „ხაბეიშვილი მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას“.
„სწორედ ამიტომ მოხდა ხაბეიშვილის შერჩევა, რომელიც მათთვის იდეალური კანდიდატია. ხაბეიშვილი პირველად „სტრატეგია აღმაშენებელში“ გამოჩნდა და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პარტია არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ადამიანი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება და მისწრაფებები აქვს, მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას. სწორედ ამიტომ გაკეთდა არჩევანი მასზე, თორემ მას და მის კანდიდატურას პარტიაშიც კი არასერიოზულად აღიქვამდნენ“, – განაცხადა მიქანაძემ.