გივი მიქანაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა ხაზს უსვამს წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს იმიჯს 47 სახელმწიფოს შორის
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრზიდენტად მეორე ვადით ირაკლი კობახიძის არჩევა ხაზს უსვამს იმ წარმატებულ რეფორმებს და იმიჯს, რომელიც საქართველოს აქვს ევროსაბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება აღიარებაა იმ საქმიანობისა, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში საქართველოს დელეგაცია 4 წლის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა.
„ეს ასევე აღიარებაა იმ ავტორიტეტისა, რომელიც ირაკლი კობახიძეს თავად აქვს და ასევე იმ საქმიანობისა, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში საქართველოს დელეგაცია 4 წლის განმავლობაში აქტიურად ეწოდა, ვიცე-პრეზიდენტის პოზოციიდან ის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის სუვერენტიტეტთან, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმის საკითხების გაჟღერებასთან საერთშორისო დონეზე არის დაკავშირებული. მხარდაჭერა, საქრთელოსთვის, მისი შემდგომი განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, იმ რეფორმების წარმოჩენისთვის, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში.
როგორც ლიდერი ქვეყნის ევრსოაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის განხორციელებული დემოკრატიული პროცესებისა და დემოკრატიის თვალსარისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ საერთო მონახაზის კონტექსტშიც, რომელიც ჩვენ მომავალი ოთხი წლის განამვლობაში განსახორციელებელი და მიმდინარე საქმიანობის საფუძველზე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველომ სრულფასოვანი განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.