გივი კუბლაშვილი - მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის სამსახურში ვიყოთ
მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის სამსახურში ვიყოთ და ვიზრუნოთ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არსებობდა დღემდე, – ამის შესახებ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენილმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა.
გივი კუბლაშვილმა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კეთილმოწყობიდადნ დაწყებული ინფრასტრუქტურით დამთავრებული თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი უნდა იყოს.
“მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის სამსახურში ვიყოთ და ვიზრუნოთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არსებობდა დღემდე. ცვლილებები ძალიან ბევრი განხორციელდა და მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში ახლა ის ეტაპია, ამ ცვლილებების საქმეზე აისახოს”, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.