გიული ალასანია - ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, მაგრამ ამ მომენტში სააკაშვილი ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მე უკვე ვეღარ ვუყურებ. გალეულია, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, ვეღარ დგება ფეხზე, აქვს უამრავი პრობლემა, მუდმივად მაღალი სიცხე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„ბევრს არ სჯერა, რომ საერთოდ ავად არის. აი, ხომ ამდენი დიაგნოზი დაიწერა, ითქვა, მაინც არ იჯერებენ, არ ვიცი, ვინ უნდა თქვას და რა უნდა დაწეროს ბოლოს და ბოლოს, რომ დაიჯერონ. ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ სააკაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული იყო ყოველთვის და ყოვლის შემძლე, უცებ არის ავად. ვერ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
კითხვაზე: „პოლიტიკაზე უარის თქმის საკითხზე ბევრჯერ მომისმენია, თითქოს არ სჯერათ, რომ მას შეუძლია საქართველოში აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გარეშე ყოფნა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენთანაც არ საუბრობს“, რაზეც გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ამის გარანტიას ვერავის მისცემს“.
„მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს. რასაც ამბობს, ამბობს იმას, რასაც გრძნობს. ნამდვილად ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს“, – განაცხადა ალასანიამ საუბრის დროს“, – განაცხადა ალასანიამ.